saqarTvelos mdinareebi - jejora

ტერიტორიული ერთეულები ონის მუნიციპალიტეტი
სათავე მაღრან-დვალეთის კავკასიონი
სიგრძე 45 კმ
აუზის ფართობი 438 კმ²

 

მდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2975 მ. სიგრძე 45 კმ. აუზის ფართობი 438 კმ2. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში. წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა განსაკუთრებით დიდია შემოდგომაზე. წყალდიდობის დროს ჩამოედინება წლიური ჩამოდენის 65%, შემოდგომაზე - 21%, ზამთარში - 17%. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,2 მ3/წმ.

„მოერთვის რიონს ჯეჯორის მდინარე. ეს გამოსდის კედელას კავკასსა და დის კუდაროს ჩასავლის კარგა ქუეითამდე აღმოსავალ-ჩდილოს შუადამ სამჴრეთს-დასავლეთს შორის, მერმე მოიქცევის და დის სამჴრიდამ ჩდილოდ რიონამდე და მოერთვის მას სამჴრიდამ. რიონის შესართავს ზეით და ჯეჯორის აღმოსავლით კიდურზედ არს ციხე, და ამ ციხეს ზეით და ჯეჯორისვე აღმოსავლით არს დაბა წედისი, და ციხე მცირე.“